„ხელოსნები და მუშები მასობრივად მიდიან საქართველოდან – დაიწყება ქართველების რუსებით ჩანაცვლება,“ – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „არსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი ავრცელებს
„1 თვეში, როდესაც რუსეთიდან წამოღებული ფული დაუმთავრდებათ, დაიწყებენ სამუშაოს ძებნას, აქედან 90% მიადგება სამშენებლო ობიექტებს… ქართველები მიდიან… დაიწყება ქართველების რუსებით ჩანაცვლება. პარალელურად შემოდიან რუსები. დარწმუნებული ვარ, 1 თვეში, როდესაც დაუმთავრდებათ წამოღებული ფული, დაიწყებენ სამუშაოს ძებნას, აქედან 90% მიადგება სამშენებლო ობიექტებს. ქართველები მიდიან. დაიწყება ქართველების რუსებით ჩანაცვლება… ამას დიდი ვარსკვლავთმრიცხველობა და წინასწარმეტყველება არ ჭირდება, გარანტიას გაძლევთ, ეგრე მოხდება. დროა ამაზე დავიწყოთ ფიქრი“ – ინფორმაციას როსტომაშვილი თავის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს
საქართველოში მუშახელის და ხელოსნების ძალიან საერიოზული დეფიციტი იქმნება. სამშენებლო ორგანიზაციებს უჭირთ ობიექტების მუშახელით დაკომპლექტება. ხელოსნები და მუშები მასობრივად მიდიან საქართველოდან სხვა ქვეყნებში.