რუსეთი ზეთის ექსპორტზე ოქტომბრიდან გადასახადს გაანულებს.
საქართველოსთვის ზეთის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში ამჟამად ზეთზე საბაჟო გადასახადი ტონაზე 8 621,3 რუბლს, შროტზე კი 1 578,5 რუბლს შეადგენს. ოქტომბრიდან კი საბაჟო გადასახადი საექსპორტო ზეთზე განულდება. ეს ყოველივე ფასის 10-15%-ით შემცირებას გამოიწვევს.
ინფორმაციისთვის, გადასახადების განულება საორიენტაციო ფასების შემცირებას უკავშირდება. ზეთის საორიენტაციო ფასებმა ტონაზე 1 244 დოლარი შეადგინა, რაც ერთი თვით ადრე 1 583 დოლარი იყო. ტონა შროტზე ინდიკატორულმა ფასმა ერთი თვის წინანდელი 269,3 დოლარიდან 177 დოლარამდე დაიკლო.