საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება,მატულობს როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 85,430 მლნ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 67,617 მლნ დოლარი იყო.
საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვეში ბელარუსში ექსპორტირებული იქნა 36,484 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია, იმპორტმა კი 48,946 მლნ დოლარი შეადგინა. ხოლო,რაც შეეხება პროდუქციას, ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველო ბელარუსში რძის პროდუქტს ყიდულობს, ექსპორტზე კი ეთილის სპირტი გააქვს.
5 პროდუქტი, რასაც საქართველო ბელარუსში ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის:
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები – 6,057 მლნ დოლარი
თამბაქოს ნედლეული; თამბაქოს ნარჩენები – 4,513 მლნ დოლარი
მინერალური და მტკნარი წყლები – 3,924 მლნ დოლარი
ყურძნის ნატურალური ღვინოები – 3,301 მლნ დოლარი
მსუბუქი ავტომობილები – 3,180 მლნ დოლარი
5 პროდუქტი, რასაც საქართველო ბელარუსში ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობს:
რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით – 7,855 მლნ დოლარი
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები – 6,748 მლნ დოლარი
ფილები მერქანბოჭკოვანი მერქნის ან სხვა გამერქნებული მასალებისაგან – 3,308 მლნ დოლარი
ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – 2,522 მლნ დოლარი
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 2,431 მლნ დოლარი