ბიზნესიდღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა “ვისოლ ჯგუფმა” იყიდა

0
გაზიარება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა “ვისოლ ჯგუფმა” იყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე ადასტურებს. კოსტავას 68 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები 65.1 მლნ ლარად გაიყიდა. ქონების საწყისი ღირებულება შეადგენდა 65 000 000 ლარს, დღგ-ს გარეშე.

“ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება უძრავი ქონების განვითარების კუთხით.მიღებული გამოცდილების ბაზაზე, გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა, ვაპირებთ ვიმუშაოთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შევქნათ საინტერესო კონცეფცია და შესაბამისად განვითარდეს საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ამ ლოკაციაზე,”- განუცხადა ფხაკაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

კოსტავას 68 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები 65.1 მლნ ლარად გაიყიდა. ქონების საწყისი ღირებულება შეადგენდა 65 000 000 ლარს, დღგ-ს გარეშე. დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება – 76 700 000 ლარი გადახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

45% – ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში

20% – არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა

20% – არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა

7.5% – არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა

7.5% – არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა,”- ნათქვამია აუქციონის პირობებში.

აუქციონი, მერვედ 2022 წლის 1-ელ სექტემბერს გამოცხადდა და 30 სექტემბერს დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ბადიში – იმფერია ძამა, კრიმანჭულს გამღერებს!

ბადიში • Badishi  გურული საოჯახო ფირმაა, რომელიც გურიაში, გურული და რაიონული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით შვილიშვილს…

იმპორტირებული მარწყვი მარკეტებში მინიმუმ 275%-იანი, ხოლო ბაზარში 50%-იანი ფასნამატით იყიდება

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში მარწყვის იმპორტი 506%-ით გაიზარდა.  წელს საქართველოში იმპორტირებულია 946 ათასი დოლარის 635 ტონა მარწყვი მარტში ექსპორტზე გავიდა 54 ათასი დოლარის…

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებს

2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ინფორმაცია pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, 2024 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ…

საქართველოში მწვანილის ფასი გაორმაგდა – 1 კილოგრამი 13 ლარი

ადგილობრივ მარკეტებში მწვანილის ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა. 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!