2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 803.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 25.1 პროცენტით შემცირდა და 372.4 მლნ.აშშ დოლარს გაუტოლდა-სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლია ნადგილობრივ ექსპორტში 72.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (79.9 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (53.7 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი(43.6 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 47.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 42.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის11.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 33.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.1 პროცენტი).