აგარის შაქრის ქარხანა წელსაც სახელმწიფო ხელშეწყობით, აპრილიდან ამოქმედდება და წლის ბოლომდე იმუშავებს – ნიკოლოზ ნათბილაძე, აგარის შაქრის კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი.
„ეს გეგმური რემონტია, რომელიც ყოველწლიურად კეთდება ხოლმე. მობილიზებულია მუშა-მოსამსახურე ხალხი, ქარხნის გახსნისთვის მზადყოფნა არის და ალბათ აპრილის ბოლომდე ქარხანა გაიხსნება და მოგვიწევს მისი ამუშავება წლის ბოლომდე სახელმწიფოს მხარდაჭერით, როგორც აქამდე ხორციელდებოდა სპეციალური ტარიფები ენერგომატარებლებზე და სატრანსპორტო კუთხით, შესაბამისად, ქარხანა იმუშავებს და შაქრის მარაგები ქვეყანაში დეფიციტური არ იქნება. როგორც აქამდე „აგარის შაქარი“ გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში“, – განმარტა ნათბილაძემ