დღის სიახლეებისიახლეები

აგვისტოდან მოვაჭრეები ინფორმაციის გაუცემლობისთვის 500 ლარით დაჯარიმდებიან

0
გაზიარება

1-ლი აგვისტოდან მოვაჭრეები ინფორმაციის გაუცემლობისთვის დაჯარიმდებიან. აღნიშნულს ითვალისწინებს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2022 წლის 1-ელ ივნისს ამოქმედდა და მისი აღსრულება 2022 წლის 1-ელ ნოემბერს დაიწყო. აღსრულების პროცესში, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ რიგი საკითხები გამოიკვეთა, რომელიც მომხმარებლის უფლებების დაცვის დროული და ეფექტიანი აღსრულების მიზნით საჭიროებდა დაზუსტებას.

კერძოდ, კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად:

დისტანციურად ან სარეწს გარეთ შეძენის შემთხვევაში, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, მომხმარებელს არ ექნება უფლება დააბრუნოს სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრე თავად განსაზღვრავს აღნიშნული ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას, წესსა და პირობებს.

2023 წლის 1-ლი აგვისტოდან, მოვაჭრისგან ინფორმაციის მიუღებლობის ან არასრულად მიღების შემთხვევაში, სათანადო შეტყობინების შემდეგ, სააგენტო მოვაჭრეს ჯარიმას დააკისრებს. ჯარიმის ოდენობა შეადგენს 500 ლარს. ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს.

განისაზღვრა – სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრისადმი დასაკისრებელი ჯარიმის მინიმალური ოდენობა – 600 ლარი. (ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს).

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!