ახალ აიფონ 14-ს აქვს ასეთი ფუნქცია, რომ როცა მომხმარებელი მოჰყვება ავტოსაგზაო შემთხვევაში, მობილური ავტომატურად 911-ში რეკავს და ავარიის შესახებ იტყობინება.
მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ეს ფუნქცია ყოველთვის არ ამართლებს. “Wall Street Journal“-ის ცნობით, დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ხმაურმა ეფლი შეცდომაში შეიყვანა და მგზავრი, რომელიც ატრაქციონ “ამერიკულ მთებზე” იმყოფებოდა, 911-ში რამდენიმე ხმოვანი შეტყობინება გაგზავნა შემდეგი ტექსტით: „ამ აიფონის მფლობელი ავარიაში მოჰყვა და ტელეფონს არ პასუხობს“.
მომხმარებელმა მომხდარი მხოლოდ იმის შემდეგ გაიაზრა, როცა უკვე შემდეგი ატრაქციონის რიგში იდგა.
აღსანიშნია, რომ მსგავსი ცრუ განგაშის შემცველი ზარები მინიმუმ ექვსჯერ უკვე დაფიქსირდა, იმის შემდეგ რაც ეფლმა გასულ თვეს აიფონ 14 გაყიდვებში ჩაუშვა.