სტარტაპებიRSS კატეგორიასაინტერესო სიახლეებიტანსაცმლის დიზაინიქართული წარმოება

ახალი სიტყვა ცეცხლგამძლე უნიფორმების წარმოებაში – კომპანია Elven Technologies-ის გეგმები

0
გაზიარება

ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია Elven Technologies-ი 2019 წლის გაზაფხულიდან მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმის შექმნაზე მუშაობს, რომელიც აღჭურვილია შიდა გაგრილების სისტემით და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ქართული ხელწერით წარმოებული უნიფორმის ავტორები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შექმნილი კოსტიუმი მეხანძრეს დაცულობის მაღალ გარანტიას აძლევს.

კომპანიამ 2020 წლის ბოლოს 50 000 დოლარის დაფინანსება ერთ–ერთი ინვესტორისგან, ამერიკული ვენჩურული სტუდიო TECHNOVATE–ისგან მიიღო, რომელიც აზერბაიჯანელი ინვესტორის ფარიდ ისმაილზადას დაფუძნებულია და ამ ეტაპზე 5 სტარტაპს აფინანსებს. მათ რიცხვშია ქართული ცეცხლგაუმტარი უნიფორმების შემქმნელი კომპანია ELVEN TECHNOLOGIES.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე განმარტავს, პროდუქტის შექმნა დასრულებულია. მისი თქმით, უკვე არსებობს ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც მეხანძრეების დაცულობის ხარისხი მუშაობის დროს იზრდება. ბრენდის ხელმძღვანელი, ასევე, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე წარმოების მეთოდის კომერციალიზაციაზე მიმდინარეობს მუშაობა. პროდუქტის გათვლა ამერიკის ბაზარზე გასვლაა.

ცნობისთვის, ქართველი სტარტაპერების მიერ შექმნილი ქართული ინოვაციური პროდუქტი ცეცხლს 5-ჯერ უფრო კარგად უძლებს, ვიდრეს ის უნიფორმა, რომელიც ამ დროისთვის ქართველ და არამარტო ქართველ მეხანძრეებს აცვიათ. ამასთან, უფრო ზუსტად, თუ სტანდარტულ უნიფორმაში გამოწყობილი მეხანძრე 8-10 წამში დაიწვება, Elven Technologies უნიფრომა ამავე მასშტაბის ცეცხლს 40-50 წამის განმავლობაში გაუძლებს, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში

FORBES-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ანტონიო ვიეტრის მიერ შექმნილი Moonstar Shoes, რომლის ღირებულებაც 19.9 მლნ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელია, რომელიც პირველად 2019 წელს დუბაიში…

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

15 აგვისტოდან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!