შპს “აჩინებული” მდებარეობს კახეთის რეგიონში, კერძოდ კი თელავში, აჩინებულის ტერიტორიაზე. კომპანიამ ფუნქციონირება დაიწყო 2018 წლის ივლისიდან და მისი საქმიანობაა საქართველოში არსებული ფერმერებისგან მიღებული ხილის გადამუშავება მთელი წლის განმავლობაში.
კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის, 100%-ით ნატურალური ხილის წვენის წარმოება, რისთვისაც საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით და ფლობს წვენის წარმოების უნიკალურ რეცეპტს, რითაც მომხამრებელს სთავაზობს ნატურალურ წვენებსმ ყოველგვარი დანამატების გარეშე. საწარმოში, წელიწადში 500,000 ლიტრზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხილის წვენის წარმოება მიმდინარეობს. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე ხდება ადგილობრივ ბაზარზე. სამომავალოდ კი იგეგმება ექსპორტზე გატანა, საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული,ხოლო სეზონურად, 8-10 ადამიანი ემატება.