ალდაგისა და Visa-ს თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ. ალდაგში ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში, ნებისმიერი ვიზა ბარათით სარგებლობისას, მომხმარებლები, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობისა და მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევაზე გაორმაგებულ ლიმიტს მიიღებენ.
გაორმაგებული ლიმიტი ვრცელდება ორ პროდუქტზე:
- უფლებამოსილი მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც დგება მესამე პირთა ჯანმრთელობის/ქონების დაზიანების შედეგად;
- მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზღვევა, იმ შემთხვევაში თუ ისინი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდნენ;
პროდუქტის მიზანი სხვისი ქონების დაზიანების დროს წარმოშობილი მოულოდნელი ხარჯებისგან მომხმარებლის დაცვაა. შეთავაზებით სარგებლობა 2022 წლის 30 ნოემბრამდეა შესაძლებელი.
“მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ თანამშრომლობა ისეთ მსხვილ საგადახდო პლატფორმასთან, როგორიც არის ვიზა. ვფიქრობთ, ეს შეთავაზება გაზრდის მომხმარებლების ინტერესს სადაზღვევო სერვისებზე. გვინდა, წავახალისოთ ავტომობილის მფლობელები, ისარგებლონ მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევით, რომელიც მათ ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებაში დაეხმარება. როგორც იცით, ეს პროდუქტი მთელ განვითარებულ მსოფლიოში სავალდებულოა და საქართველოშიც მიმდინარეობს მუშაობა ამ სავალდებულო სახეობის დანერგვაზე,“ – აცხადებს ალდაგის საცალო გაყიდვების დირექტორი, ნინო წეროძე.
ალდაგის ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.