ამერიკელმა მამაკაცმა ყოფილ სამსახურს სასამართლოში უჩივლა და $450 000 მოუგო.
როგორც ირკვევა, აცმა უშუალო ხელმძღვანელს სთხოვა, მისი დაბადების დღე, სხვა თანამშრომლების დაბადების დღეების მსგავსად, წვეულებით არ აღენიშნათ, რადგან შფოთვითი აშლილობა აქვს და ეს მასში სტრესს გამოიწვევდა.
თანამშრომლებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს და კომპანიაში კაცის დაბადების დღე მაინც აღნიშნეს, რასაც მისი პანიკური შეტევა მოჰყვა. მან შენობა დატოვა და ლანჩი, რომლისთვისაც ემზადებოდა, საკუთარ ავტომობილში მიირთვა. როგორც დაზარალებული ჰყვება თანამშომლები მას დაუპირისპირდნენ ჩაშლილი დაბადების დღის წვეულების გამო და სამსახურიდან გაათავისუფლეს.