დღის სიახლეებისიახლეები

ამერიკულმა საფინანსო ორგანიზაციამ სრულად შეწყვიტა კრიპტო ტრანზაქციების გატარება

0
გაზიარება

გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით, Silvergate Bank-მა მორიგი რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო – ამერიკულმა საფინანსო ორგანიზაციამ სრულად შეწყვიტა კრიპტო ტრანზაქციების გატარება.

Silvergate Exchange Network-ით კრიპტობირჟები და მათი მომხმარებლები აქტიურად სარგებლობდნენ, ბანკი ერთგვარი შუამავალის ფუნქციას ასრულებდა და კრიპტობირჟების კლიენტებს თანხის განაღდებაში ეხმარებოდა.

თავად Silvergate-ის ძირითად საქმიანობას კრიპტოტრანზაქციების გატარება და ციფრული აქტივების შენახვა წარმოადგენს. ბანკი კალიფორნიაში 1988 წელს დაფუძნდა, ათი წლის წინ კი ის თითქმის სრულად გადაერთო კრიპტოსერვისების მიწოდებაზე.

ამჟამად Silvergate-ის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოძიება მიმდინარეობს, რაც Silvergate-ის და გაკოტრებული კრიპტობირჟის, FTX-ის ურთიერთობით არის განპირობებული. ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, კომპანიის კვარტალური შედეგების გასაჯაროება დაგვიანდება, რაც აუდიტორული კომპანიის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით არის განპირობებული. ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, აუდიტორი Silvergate-ის ფინანსურ შედეგებს არ ადასტურებს, რაც იმითაა განპირობებული, რომ ბანკის ანგარიშგებაში გარკვეული გარღვევის იდენტიფიცირება მოხდა.

ამბის გავრცელებიან რამდენიმე საათში Silvergate-ის აქციები თითქმის 58%-ით შემცირდა, ერთწლიან ჭრილში კი ვარდნის მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს.მსხვილმა კრიპტობირჟებმა და ციფრულმა კომპანიებმა დროებით Silvergate-თან საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს ზემოხსენებულ ეჭვებს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!