ექსპერიმენტი მომავალი წლის შუა რიცხვებში დაიწყება და ამით ამსტერდამის მერია უმუშევრების წახალისებას შეეცდება, რომ ისინი შრომის ბაზარზე აღმოჩნდნენ და უმუშევრობის სოციალურ შეღავათებზე უარი თქვან. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
2019 წლის დასაწყისიდან ამსტერდამელების რაოდენობა, ვინც სოციალურ დახმარებას იღებს, 40-დან 35 ათასამდე შემცირდა.ხელისუფლებას სურს, უმუშევართა რიცხვი კიდევ უფრო შეამციროს.
ადგილობრივი სადაზღვევო კომპანია Nationale-Nederlanden-ის კვლევის თანახმად, ნიდერლანდელები ყველაზე მეტად სამსახურს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამო აცდენენ, რაც მათ სამუშაოს უკავშირდება. კერძოდ, სამუშაოსთვის სასტიკი კონკურენციის გამო თანაშრომლები სამსახურში დიდ ზეწოლას განიცდიან. სამსახურში დაუსწრებელთა რიცხვი განსაკუთრებით სასტუმრო ინდუსტრიაში გაიზარდა. ამ სექტორში თანამშრომლების ავადმყოფობის გამო შვებულების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 12%-ით მეტი იყო. წელს, ასევე, ჯანდაცვის სექტორში დაუსწრებლობის მაჩვენებელმაც მოიმატა, რაც ნიდერლანდების საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალია.
სპეციალისტების აზრით, მნიშვნელოვანია, დამსაქმებლებმა თანამშრომლებთან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მეტი ისაუბრონ. კერძოდ, კვლევის მიხედვით, ათი დასაქმებულიდან ოთხი არ მიიჩნევს, რომ დამსაქმებელი მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე არის პასუხისმგებელი.