სუპერმარკეტ Fris-ში პროდუქტებს ფასის ეტიკეტები არ ადევთ და მათი მოხმარება სოციალურად დაუცველ ფენას უფასოდ შეუძლია.თუმცა სუპერმარკეტი სოციალურად დაუცველებს ერთი პირობით ემსახურება, რომ ისინი თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სპეციალისტებთან, ე.წ. Life Coach-ებთან (ცხოვრების მწვრთნელებთან) იმუშავებენ, რათა ექვს-რვა თვეში ფეხზე დადგნენ- Euronews
პროექტის ინიციატორიების განცხადებით, ამსტერდამს დღეს ასეთი სუპერმარკეტი მეტად სჭირდება, რადგან ბევრი მოქალაქე ვალშია, ყველაფერი გაძვირდა და ისინი ცხოვრებას თავს ვერ ართმევენ.
უფასო სუპერმარკეტი სტუდენტური ორგანიზაციის მიერ დაწყებული crowdfunding-ის კამპანიის წყალობით გაიხსნა, რაც პროექტების კოლექტიური დაფინანსების პლატფორმაა. სუპერმარკეტში, მათ შორის, მსხვილი საწარმოების მიერ შემოწიური პროდუქცია შედის.
სუპერმარკეტ Fris-ის პროდუქტებით უფასოდ ყოველდღიურად 200-300-მდე ბავშვი და 80 ოჯახი სარგებლობს.
თითოეულ ოჯახს შეუძლია, თვეში 651 ევროს ღირებულების პროდუქცია მიიღოს. ამასთან, მომხმარებელთა შემოსავლების შესახებ ინფორმაციას არ ამოწმებენ და ყველაფერი ნდობაზე არის დაფუძნებული.