დღის სიახლეებისიახლეები

Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით ლიბერთის ბანკომატებში ნებისმიერი ოპერაციის შესრულებაა შესაძლებელი

0
გაზიარება

სიახლე ლიბერთის ბანკომატებში დღეიდან ფიზიკური ბარათის მოთავსების გარეშე, Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით, ლიბერთის ბარათების მფლობელებს ბანკომატებში ნებისმიერი ოპერაციის შესრულება შეეძლებათ.

ლიბერთის 700-მდე ბანკომატში მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ სმარტფონით – Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ბანკომატში ნაშთის შემოწმება, ბანკომატიდან თანხის გატანა (როგორც ლარი, ასევე აშშ დოლარი), ფულადი გზავნილებით სარგებლობა და ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისები.

ლიბერთის Cash-In ბანკომატებში ფიზიკური ბარათის გარეშე, მობილურით Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით თანხის შეტანა და ვალუტის კონვერტაციაც შესაძლებელია – თანამედროვე Cash-In ბანკომატი ლიბერთის მომხმარებელს აძლევს საშუალებას ისარგებლოს არამხოლოდ ბანკომატის სტანდარტული ფუნქციონალით, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ანგარიშზე, ან ნებისმიერ დროს 24/7 განახორციელოს ვალუტის კონვერტაციის ოპერაცია. ვალუტის კონვერტაცია ბანკომატის საშუალებით მარტივია – უკვე Apple Pay-ით ან Google Pay-ით ავტორიზაციის შემდეგ, საკმარისია მენიუდან შესაბამისი ღილაკის არჩევა და ბანკომატში სასურველი კუპიურის მოთავსება. ბანკომატში ერთდროულად დიდი რაოდენობის, 300 კუპიურის მოთავსებაც არის შესაძლებელი. Cash-In ბანკომატი თავად ახორციელებს თანხის გადათვლის ოპერაციას და გამჭვირვალედ სთავაზობს მომხმარებელს ვალუტის კონვერტაციის სპეციალურ, მომგებიან კურსსაც.

Apple Pay ლიბერთის მომხმარებლებისთვის უკვე მესამე წელია ხელმისაწვდომია, ხოლო Google Pay საქართველოში გასული წლის ნოემბერში დაინერგა. ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს ციფრულ საფულეში ბარათის დამატება მარტივად, მობაილ ბანკიდანვე ერთ ღილაკზე დაჭერით შეუძლიათ. გადახდის უკონტაქტო სერვისით სარგებლობისას კი ლიბერთის ბარათების ყველა ბენეფიტით სარგებლობა შესაძლებელია.

ლიბერთიმ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ალტერნატიული არხებისა განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში არაერთი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს, Apple Pay-ს და Google Pay-ს სერვისების დანერგვით კი კიდევ უფრო კომფორტულ სერვისს შესთავაზებს ბანკომატის არხით სარგებლობისას:

„თანამედროვე და ინოვაციური სერვისების დანერგვა ლიბერთის დისტანციური არხების მიმართულებისთვის პრიორიტეტია.

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ბანკის ნებისმიერ არხში მომხმარებლის გამოცდილება იყოს თანაბრად მარტივი და კომფორტული.

როგორც Apple-ის, ასევე Google ციფრულ საფულეს უკვე ბევრი მომხმარებელი იყენებს უკონტაქტო გადახდებისთვის და ახლა უკვე, ბანკომატით სარგებლობაც შეეძლებათ პლასტიკური ბარათის გარეშე.

2023 წლის განმავლობაში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ციფრული სერვისების გაუმჯობესებასა და სიახლეების დანერგვაზე“ – გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!