მსოფლიოს უმსხვილესი კომერციული ბანკები: JPMorgan Chese, Wells Fargo და Bank of America ერთიანდებიან, რათა Apple Pay-სა და PayPal-ის კონკურენტი ციფრული პლატფორმა შექმნან.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრადიციული ბანკები სულ უფრო მეტ ბაზრის წილს კარგავენ ფინტექ პლატფორმებთან, მათ შორის ყველაზე მზარდი კი სწორედ Apple-ის მიერ შექმნილი საგადახდო სისტემაა.
მსხვილი ბანკების ერთობლივ პროექტში ჩართულნი არიან ასევე Visa და Mastercard-იც.
ექსპერტების შეფასებით, Apple Pay-სთვის სათანადო კონკურენციის გასაწევად ბანკებმა უნდა შეძლონ არა მარტო უფრო უკეთესი და მარტივი აპლიკაციის შექმნა, არამედ მისი დამატებითი ფუნქციონალით და უპირატესობებით აღჭურვა, ისეთი როგორიც სპეციალური ფასდაკლების აქციები და ქეშბექებია.