2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13%-ით შემცირდა. ნფორმაცია ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” კვლევაშია ნათქვამი.
მონაცემების მიხედვით, ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 4%-ით შემცირდა, რაც, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი კლებითაა განპირობებული.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათის ღირებულება წლიურად 4%-ით, 5.71 აშშ. ცენტამდე გაიზარდა. თბოსადგურებისთვის განკუთვნილი გაძვირებული ბუნებრივი აირი ელექტროენერგიის ფასის ზრდის მთავარი ფაქტორია.
“თიბისი კაპიტალის” მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილიდან საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო, ძირითადი ბაზარი კი, კვლავ, თურქეთია.