არტ-ჰაუს – 2017 წლიდან კვების ობიექტს წარმოადგენს სარესტორნო მიმართულებით, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დედაქალაქის სოციალურ-კულტურულ ცხოვრებაში. რიყის პარკის მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორებისთვის Art House Tbilisi ერთ-ერთი პირველი მასპინძელია.
სოციალური მიმართულებით, არტ-ჰაუს თბილისი საუკეთესო მაგალითია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის, რაც მის ყოველდღიურ საქმიანობაში კარგად არის ასახული.
ლაუნჯ-რესტორან არტ-ჰაუს თბილისში შესაძლებელია ნებისმიერი ხასიათის სადღესასწაულო წვეულების დაგეგმვა: დაბადების დღე, ქორწილი, ხელის თხოვნა, კორპორატიული წვეულება და ა.შ.
„სარესტორნო მიმართულებით მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ არტ–ჰაუს თბილისი ამ კონკურენციის ნაწილია. სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ჩვენ გამორჩეული ადგილი და ნიშა გვიჭირავს. ჩვენ ვართ ის იშვიათი კვების ობიექტი, რომელიც თანაბრად აერთიანებს; სარესტორნო კონცეფციას, სოციალურად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციას და კულტურული მნიშვნელობის მქონე ობიექტს, ხოლო უმნიშვნელოვანესი ნიშა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი პროდუქტის და სერვისის უმაღლეს ხარისხში უზრუნველყოფას, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ არტ–ჰაუს თბილისს ეს ნიშაც თავმოყვარედ უჭირავს. როგორც ჩვენი ბრენდის სახელწოდებაშია ასახული (არტ–ჰაუს თბილისი / Art House Tbilisi) აქ ყველაფერი ხელოვნებას უკავშირდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინტერიერის, ავეჯისა და დიზაინის შერჩევაც მოხდა იმ დეტალების გათვალისწინებით რომ, ჩვენთან მოსულმა თითოეულმა სტუმარმა თავი იგრძნოს სახლში–ხელოვნების თანხლებით“ – აცხადებს Geobusinessnews.ge- სთან საუბრის დროს Art House Tbilisi -ის მარკეტინგისა და ხარისხის მართვის ხელმძღვანელი გოგა ფურცელაძე.
Art House Tbilisi -ში მისულ სტუმრებს მშვიდი, წყნარი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ქართული სამზარეულოს საუკეთესო კრებული, უმაღლესი ხარისხის სასმელი პროდუქტები და გულთბილი პერსონალი დაგხვდებათ.
არტ-ჰაუსი თბილისი ამჟამად იმყოფება სისტემური რეორგანიზაციის პროცესში და ძალიან მალე მომხმარებელს ინოვაციურ პროექტებსა და სერვისებს შესთავაზებს, რომელსაც ანალოგი ჯერ არ ჰქონია.