ამერიკელმა ქალმა ქალაქ ოსტინის ერთ-ერთ Goodwill-ში 35 დოლარად ბიუსტი შეიძინა, რომელიც ხელოვნების ნიმუში აღმოჩნდა. როგორც ლორა იანგი ამბობს, Goodwill-ში ყველაფერს ათვალიერებდა, რაც საინტერესოდ გამოიყურებოდა და ბიუსტსაც ასე მიაგნო.
მისივე თქმით, ის უკვე დიდი ხანია, ანტიკვარულ ნივთებს აგროვებს, ამიტომ ბიუსტის შემოწმება და გამოკვლევა თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა. ლორა ექსპერტებს დაუკავშირდა, რომლებმაც დაადგინეს, რომ ბიუსტი რომში იყო დამზადებული და მისი ასაკი დაახლოებით 2000 წლამდე უნდა ყოფილიყო.
ექსპერტის თქმით, ლინდას მიერ შეძენილ ბიუსტზე რომაელი სარდალი სექსტუს პომპეუსი იყო გამოსახული. ბიუსტი ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე ამჟამად სან-ანტონიოს ხელოვნების მუზეუმშია და მსურველებს მისი ნახვა შეუძლიათ. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვევლად რჩება, ვინ არის ბიუსტის მეპატრონე.