საინტერესო სიახლეებიRSS კატეგორიადიზაინიუძრავი ქონების დიზაინი

ასობით საძინებელი და მილიონობით დოლარი – ყველაზე ძვირადღირებული სახლები მსოფლიოში (ფოტოები)

0
გაზიარება

1. ბუკინგემის სასახლე

ბაკინგემის სასახლე (ინგლ. Buckingham Palace), ბუკინგემის სასახლე — ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია ლონდონში. „ბაკინგემის სასახლე“ ან მოკლედ — „სასახლე“ გახდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მიერ პრესისთვის გაკეთებული განცხადებების წყაროს სინონიმი. სასახლე სახელმწიფო ღონისძიებათა და სამეფო დღესასწაულების გამართვის ადგილია. აქ ცხოვრობენ სამეფოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სხვა სახელმწიფოთა მეთაურები. სასახლის წინ მდრებაზე მოედანი ხშირად ბრიტანელთა აზრის მასობრივი გამოხატვის მთავარი ადგილია ხოლმე.

4 2 2 სტატიები საზოგადოება პოლიტიკა ეკონომიკა სპორტი მეცნიერება კულტურა  მოდა ჯანმრთელობა გართობა ქალი და მამაკაცი კულინარია Quiz ...

საერთო ჯამში, ეს მდიდარი სახლი – თუ შეიძლება მას უბრალო სახლი ვუწოდოთ – შეიცავს 775 ოთახს : 19 სახელმწიფო ოთახს, 92 ოფისს და 78 აბაზანას. 

სავარაუდო ღირებულება: $6,7 მილიარდი
მდებარეობა: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მფლობელი: ინგლისის დედოფალი

SUV with 20 gelatin sticks found dumped outside Mukesh Ambani's house;  police in a tizzy - OrissaPOST

2. ანტილია, ინდოეთი

როგორც ირკვევა, ამ დროისთვის ყველაზე დიდი და ძვირად ღირებული კერძო სახლი მუმბაიშია. დიახ, უსახლკარო ღარიბი ადამიანებით, მეძავებითა და ნაგვით სავსე მუმბაი ინდოეთის უმდიდრესმა ადამიანმა მუკეშ ამბანიმ ცოლისა და სამი შვილისთვის ზღაპრული ცათამბჯენი ააშენა. 173 მეტრიან, 37.000 კვ.მ. შენობაში, რომელსაც „ანტილია“ ჰქვია, 27 სართულია. მაღალი ჭერის მიმართ სახლის მფლობელის განსაკუთრებული სიყვარული რომ არა, სახლი 60 სართულიანი იქნებოდა. ცათამბჯენში 6 ადამიანი ცხოვრობს: მუკეში, დედამისი, ცოლი და სამი შვილი. შენობას 600 ადამიანი ემსახურება. „ანტილია“ 7 წლის მანძილზე შენდებოდა. ცათამბჯენი ამერიკული კომპანია Perkins & Will-ის არქიტექტორებმა დააპროექტეს. სახლის თითოეული სართული განსხვავებული მასალით არის მოპირკეთებული და ერთმანეთისგან განსხვავებული დიზაინი და განლაგება აქვს. პირველი 6 სართული 168 მანქანაზე გათვლილი პარკინგს უკავია. საცხოვრებელი ოთახები მხოლოდ მე-9 სართულიდან იწყება. მეშვიდე სართულზე მუკეშის პირადი ავტოსერვისი მდებარეობს. სხვა სართულებზე რამდენიმე საცურაო აუზი, სპა, ვერცხლის კიბეებიანი პატარა თეატრი, ბალეტის დარბაზი, ფიტნეს კლუბი და კინოთეატრი მდებარეობს. შენობის თითოეული სართული საგანგებოდ ოჯახის თითოეული წევრისთვის შეიქმნა. სავარაუდო ღირებულება: $2 მილიარდი მდებარეობა: მუმბაი, ინდოეთი მფლობელი: მუკეშ ამბანი

3. ვილა ლეოპოლდა, საფრანგეთი ვილა ლეოპოლდა მდებარეობს მსოფლიოს ორ ყველაზე პრესტიჟულ ნაწილს შორის: მონაკოსა და ნიცას შორის. სახლს აქვს სამეფო წარსული და ადრე ეკუთვნოდა ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ს. მას შემდეგ ის მრავალი მფლობელის ხელში გადავიდა და ასევე გამოიყენებოდა ალფრედ ჰიჩკოკის ” La Main Au Collet ” ფილმისთვის. როდესაც ედვარდ საფრა, მისი წინა მფლობელი გარდაიცვალა, მან ვილა ცოლს დაუტოვა. სავარაუდო ღირებულება: $750 მილიონი მდებარეობა: საფრანგეთის რივიერა, საფრანგეთი მფლობელი: ლილი საფრა

2

4. ფეარფილდ პონდი – ნიუ იორკი, აშშ

4

ამერიკელმა ინვესტორმა, ირა რენერტმა, რომელსაც ეკუთვნის შენობა, სახლს სახელი მის ახლოს მდებარე წყლის საპატივსაცემოდ შეურჩია.ის 63 აკრ მიწის ნაკვეთს მოიცავს და ამერიკაში ყველაზე დიდ საცხოვრებელ სახლად ითვლება. შენობა ცნობილია გამოყოფილი ბოულინგის დარბაზითა და 150 ათასის ღირებულების როფით (ამოთლილი ან ფიცრებისგან შეკრული ხის დიდი პირღია ჭურჭელი).

სავარაუდო ღირებულება: $248 მილიონი

მდებარეობა: ნიუ-იორკი, შეერთებული შტატები

მფლობელი: ირა რენერტი

5. ვიკტორიას ვილა – უკრაინა

უკრაინის ყველაზე ძვირადღირებული შენობა უკრაინელ ბიზნესვუმენსა და ფილანტროფისტს – ელენა ფრენჩაკს ეკუთვნის. ხუთსართულიან შენობას აქვს საკუთარი თეატრი, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზი და ა.შ. ღირებულება: 161 მილიონი დოლარი

6

მსგავსი სიახლეები

2024 წლის 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში

FORBES-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ანტონიო ვიეტრის მიერ შექმნილი Moonstar Shoes, რომლის ღირებულებაც 19.9 მლნ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელია, რომელიც პირველად 2019 წელს დუბაიში…

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

15 აგვისტოდან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!