ASUS-მა ხელოვნური ინტელექტის სამყაროში Copilot+-სტანდარტის პირველი კომპიუტერი, Vivobook S 15 მსოფლიოში პირველმა გამოუშვა. ინფორმაციას Trend ავრცელებს.
Vivobook S 15 არის Copilot+-სტანდარტის პირველი ინოვაციური ლეპტოპის სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: სპეციალური AI-ამაჩქარებელი, ოპერაციული სისტემა Windows-ის საფუძველზე AI-ტექნოლოგიების მხარდაჭერა და AI-ზე დაფუძნებული ASU-ის აპლიკაციები.
Vivobook S 15 უახლესი და ძლიერი Qualcomm Snapdragon X Elite-ის პროცესორით არის აღჭურვილი, რომელშიც Qualcomm AI-ის ნეირპროცესორი არის ჩაშენებული. ამ უკანასკნელს წამში 45 ტრილიონი ოპერაციის (TOPS) გენერირება შეუძლია. ეს აღემატება მინიმალურ 40 TOPS-იან მაჩვენებელს, რაც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების სწრაფად და ეფექტურად გამოსათვლელად არის საჭირო.
მოწყობილობის კლავიატურა უკვე Copilot-კლავიშს შეიცავს, რომელიც AI-ის ციფრულ ასისტენტზე სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს. ხელოვნური ინტელექტის მქონე ასისტენტი ძიების რეჟიმს აადვილებს და კითხვებზე პასუხობს.
Vivobook S 15-ში, ასევე, ASUS-ის AI-აპლიკაციების დიდი რაოდენობაა, რომლებიც როგორც მულტიმედიასთან, ასევე, მოსახერხებელი და უსაფრთხო მუშაობისთვის არის გამიზნული.
ახალი პროდუქტი 15-დიუმიანი ASUS Lumina OLED-ის დისპლეით არის აღჭურვილი, რომელიც მავნე ცისფერ შუქს მცირე რაოდენობით ასხივებს. ეს გაჯეტთან დიდი ხნით მუშაობის საშუალებას იძლევა.
VivobookS 15-ის უპირატესობა ისიცაა, რომ მოწყობილობა 180 გრადუსით იხსნება და მისი გამოყენება ნახევრადმწოლიარე მდგომარეობაში ან მაგიდაზე ერთობლივი მუშაობისთვის არის შესაძლებელი. გაჯეტი, ასევე, აღჭურვილია ASUS Ergo Sense კლავიატურით, რომელსაც ერთზონიანი RGB-განათება აქვს. მისი მორგება მომხმარებლის გემოვნებით შეიძლება.
Vivobook S 15-ის ბატარეის მაქსიმალური ხანგრძლივობა, მის წინამორბედთან შედარებით, სამი საათით გაიზარდა და 18 საათი შეადგინა.
გაჯეტის ლითონის კორპუსის სისქე სულ 14,7 მმ-ია და მხოლოდ 1,42 კილოგრამს იწონის. მან სამხედრო კლასის MIL-STD-810-ის გამძლეობის ტესტი გაიარა და ყოველდღიური გამოყენებისთვის მეტად მდგრადია.