ფერმერები აცხადებენ, რომ ატმისა და ვაშლატამას საბითუმო ფასი კგ-ზე 1-1,2 ლარის (0,38-0,45 დოლარის) ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როცა წინა სეზონის დასაწყისში კგ-ის ფასი 2-3 ლარს (0,68-1,02 დოლარს) აღწევდა. ინფორმაციას აგროპორტალი, EastFruit ავრცელებს.
2022 წლის სეზონზე EastFruit-მა ატმის ფასები ივნისის ბოლო კვირაში შეისწავლა. მაშინ სეზონი კგ-ზე 2-ლარიანი (0,68 დოლარის) საშუალო საბითუმო ფასით გაიხსნა, ხოლო აგვისტოს პირველ კვირას მინიმალურმა სეზონურმა ფასმა კგ-ზე 1 ლარს (0,37 დოლარს) მიაღწია.
EastFruit-ის მონაცემებით, მიმდინარე სეზონზე ატმისა და ვაშლატამას საშუალო მოსავალი არის მოსალოდნელი. იმის მიუხედავად, რომ ხანგრძლივი წვიმების შედეგად ზოგიერთი ბაღი სეტყვამ და დაავადებებმა დააზიანა, აგროპორტალის შეფასებით, ეს ფაქტორები მთლიან მოსავალზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.