Audi-ს სენსორებს ველოსიპედისტების გადარჩენა შეუძლია. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია თავის მანქანებს გამაფრთხილებელ სისტემებს უმატებს, რომელიც მძღოლს ველოსიპედის მიახლოვების შესახებ გააფრთხილებს. მძღოლი დაინახავს არის თუ არა ველოსიპედისტი მის უკან, გზის მარცხენა თუ მარჯვენა მხარეს, სისტემა მას მოსალოდნელი ავარიის შესახებაც გააფრთხილებს. ასე რომ, თუ თქვენ უეცრად ზოლის შეცვლას ან მანქანის მობრუნებას გადაწყვეტთ, საავარიო სიტუაციებისგან მაქსიმალურად დაზღვეული იქნებით.
გასათვალისწინებელია, რომ 2019 წლიდან, მანქანასთან შეჯახების შედეგად დაზიანება 49 000-მა ველოსიპედისტმა მიიღო.