2014 წელს ქვეყანამ იმპორტით 40 ტონა პროდუქტი შეიძინა, 2022 წელს კი ეს მოცულობა 830 ტონამდე გაიზარდა, იმპორტის წლიურმა ღირებულებამ კი პირველად გადააჭარბა 1 მილიონ დოლარს.
2023 წლის დასაწყისში სტატისტიკა აჩვენებს, რომ ავოკადოზე მოთხოვნა კიდევ უფრო მომატებულია.
ავოკადოს იმპორტი წლიდან წლამდე დაახლოებით 46%-ით იზრდება, რაც შეეხება ღირებულებას, დოლარში მისი ფასი 33%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია პროდუქტზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა 2022 წელს, რაც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლითა და პოსტ-პანდემიური პერიოდით აიხსნება.
ავოკადოს საქართველო ჰოლანდიიდან და თურქეთიდან ყიდულობს. ეს უკანასკნელი იმპორტიორი ბოლო წლებში გახდა და ამჟამად ბაზრის 65%-ს იკავებს.
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ უკვე 215 ტონა ავოკადო შეიძინა, რაც 2,2-ჯერ მეტია 2022 წლის სტატისტიკაზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ დიდია ალბათობა, რომ 2023 წელი რეკორდული იქნება.