დღეს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. მინისტმა ისაუბრა პროგრამის განვითარებასა და წარმატებაზე.
„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ თანადაფინანსებულ ერთ ლარზე ინვესტირებულ თანხაზე სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავლების სახით 1.6 ლარი პირველივე წელს უბრუნდება. ეს მაჩვენებელი აჩვენებს, რომ სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ასეთი ტიპის ინტერვენცია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად“ – განაცხადა მინისტრმა
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბოლო 5 წლის მონაცემებს – ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს. შეფასებისთვის შეირჩა ინდუსტრიული ნაწილის 292 ბენეფიციარი. სააგენტომ GIZ-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რაც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვქმნით მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრად კატეგორიას, რომელიც ყველაზე მოწყვლადია იმისთვის, რომ მათ ეკონომიკურ შოკებს გაუძლონ და წარმატებულები იყვნენ. რაც შეეხება დასაქმებას – 58 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული „აწარმოე საქართველოში“-ს მხოლოდ იმ პროგრამების ფარგლებში, რომლებიც გაანალიზებულია“, -განაცხადა დავითაშვილმა.