დღის სიახლეებისიახლეები

ახალგაზრდული ტანსაცმლის ბრენდი „რექლესი“ პარიზის მოდის კვირეულზე წარდგება

0
გაზიარება

ყოველდღიური ურბანული სტილის ტანსაცმლის ქართული ბრენდის მთავარ მიზანს – თავისუფლების მოყვარე მოზარდების ჩაცმა, ახალი თაობის სათქმელი ტანსაცმელში გამოხატვა, მათი ტკივილების, შიშებისა და სიხარულის შესახებ მოთხრობა წარმოადგენდა.                                                                                                                         28 თებერვალი – 8 მარტის პერიოდში, პარიზში მიმდინარე 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის მოდის კვირეულის პარალელურად გამართულ შოურუმში, რექლესი უცხოეული მყიდველების დაინტერესებას შეეცდება.             ბრენდი ჩაშვებისთანავე ფოკურისებული იყო უცხოურ აუდიტორიაზე, თუმცა პანდემიის პერიოდში, მოდის კვირეულებისა და შოუ-რუმების ციფრულ სივრცეში გადანაცვლების გამო, ბრენდმა კოლექცია უცხოელ შემსყიდველებს ამ დრომდე ვერ წარუდგინა.

საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმები, მოდის სამყაროში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოადგენს. შოურუმებს ყოველწლიურად საშუალოდ 130 000 ზე მეტი პროფესიონალი შემსყიდველი და პრესის წარმომადგენელი სტუმრობს.

რექლესს პარიზის შოურუმში წარადგენს თიბისის ახალგაზრდული პლატფორმა “თიბისი ახალი თაობისთვის”, რომელიც ბრენდის განვითარების ყველა საფეხურზე ახალგაზრდა დიზაინერების გვერდით დგას და ხელს უწყობს თაობაში ნიჭიერი და საინტერესო ადამიანების აღმოჩენასა და მათ ხელშეწყობას.

შოურუმებში მონაწილეობას და ქართული მოდის ბრენდების საერთაშორისო გაყიდვების ხელშემწყობია “აწარმოე საქართველოში”, რომლის პროექტის ფარგლებში, რექლესმა თანადაფინანსება მიიღო.

თიბისის მხარდაჭერით, რექლესი თავის ახალ კოლექციას მაისში, თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე აჩვენებს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!