ტოიოტამ მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელის, ტოიოტა კოროლას SUV ვერსია – Toyota Corolla Cross წარუდგინა.
სრულიად ახალი Corolla Cross ზომით გაცილებით უფრო დიდია ვიდრე C-HR, ხოლო თვლების ბაზა ამ უკანასკნელის იდენტურია, ხოლო დიზაინით სრულიად განსხვავდება ექსპრესიული ექსტერიერის მქონე C-HR-ისგან. მისი დიზაინი გაცილებით კონსერვატიული, ხოლო ავტომობილი ბევრად პრაქტიკულია, რასაც ერთი შეხედვითაც მიხვდებით.
Corolla Cross გაცილებით ახლოს დგას RAV4-თან, რადგან ისიც კლასიკურად შესრულებული SUV-ია და ფართო მასებზეა გათვლილი. ეს არის საოჯახო ავტომობილი ყველასთვის, ბესტსელერობის შანსით.
Corolla Cross-ის ძრავის მოცულობა 2.0 ლიტრია და ის აღჭურვილია ახალი, მე-5 თაობის ჰიბრიდული სისტემით, რომლითაც იაპონელი ინჟინრები განსაკუთრებით ამაყობენ. ეს ავტომობილიც, რა თქმა უნდა, TNGA პლატფორმაზეა აწყობილი.
კოროლა ქროსი აღჭურვიულია უახლესი თაობის Toyota Safety Sense 3.0 უსაფრთხოების პაკეტით, აქტიური მართვისა და პარკირების დამხმარე სისტემებით. ეს აადვილებს და კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის ავტომობილის მართვას, ეხმარება ავტომობილში მსხდომი ყველა მგზავრის დაცვას.
SUV-ის დამახასიათებელი ნიშნები ავტომობილის გვერდებზეც გრძელდება, შავი ელემენტი კარის ზღურბლებს მიუყვება და უკან, საბარგულთან კრავს წრეს. სახურავის ხაზი კი ავტომობილის უკანა ნაწილისკენ რბილად იხრება.კოროლა ქროსში მძღოლს ფაქტობრივად იგივე გარემო ელოდება, როგორიც არის ახალ 2023 წლის სედან კოროლაში.ინტერიერში მნიშვნელოვანია ახალი, 10.5 დუიმიანი სენსორული მულტიმედია ეკრანი და სამმანიანი საჭის მიღმა არსებული სრულად ციფრული მაჩვენებლთა დაფა.
Corolla Cross საოჯახო ავტომობილია, ამიტომ უკანა სავარძლებიც ძალიან ტევადი და კომფორტულია.
კოროლა ქროსს მისი დიზაინის, მართვადობისა და პრაქტიკულობის გამო არის ავტომობილი, რომელსაც შეუძლია სახალხო SUV გახდეს მსოფლიოს მასშტაბით.
ახალი Toyota Corolla Cross საქართველოში 2023 წლიდან გამოჩნდება და მისი შეძენა ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში იქნება შესაძლებელი.