თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე „ახმეტელის“ მეტროსა და „ვარკეთილის“ მეტროსადგურებში ახალი ტურნიკეტების დამონტაჟდებაზე ისაუბრა.
კალაძის თქმით, აღნიშნულ ორ მეტროსადგურში არის 7 გასასვლელი, ახალი ტურნიკეტების მონტაჟით კი შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა.
„ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ 30%-ით მეტი მგზავრი გავატაროთ თუ დღეის მდგომარეობით, თითოეულ სადგურს შეუძლია გაატაროს 6 300 მგზავრი საათში, ახალი ტურნიკეტების მოწყობის შემდეგ შესაძლებელი იქნება 8 100 მგზავრზე მეტის გატარება. ეს გაზრდის გამტარუნარიანობას, შესაბამისად, პიკის საათებში აღნიშნულ მეტროსადგურებში აღარ გვექნება ზედა ვესტიბიულში რიგები. თუმცა ეს არის მოკლევადიან პერიოდში პრობლემის მოგვარება, დაახლოებით 5-6 თვე დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას,“- განაცხადა კალაძემ.