11 მაისს 20:00-ზე საქართველოს ბანკი ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Bank Of Georgia Update – ტექნოლოგიების დღეს გამართავს.
ღონისძიებაზე პირველი გაიგებთ, რა ტექნოლოგიური სიახლეები და ინოვაციები დანერგა ბანკმა ბოლო პერიოდში და რას გეგმავს კომპანია ამ მიმართულებით მომავალში.
“მოგიყვებით საქართველოს ბანკის ტექნოლოგიებზე, რომელიც მუდმივად იცვლება, ვითარდება, ახლდება, რომლითაც ვქმნით ახალ გამოცდილებას, ახალ შთაბეჭდილებებს, ახალ შესაძლებლობებს”, — ამბობენ საქართველოს ბანკში.
ღონისძიება Facebook Live რეჟიმში გადაიცემა და მასზე თვალის მიდევნებას ამ ბმულზე შეძლებთ: https://bit.ly/BogUpdate