„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე, იანვარ-ოქტომბერში ტვირთის გადაზიდვები 26,2%-ით გაიზარდა, რაც 2021 წელთან შედარებით, 26,2%-ით, ანუ 112 000 ტონით გაიზარდა ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვმა განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს.
„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალმა მონაწილე ქვეყნებს დიდი შესაძლებლობები, მათ შორის ევროპულ სივრცესთან წვდომა გაუხსნა და დღეს ის დასავლეთის მარშრუტზე უზარმაზარ პოტენციალს ქმნის,“ – აზერბაიჯანის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვმა განაცხადა.ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინნიგზო მაგისტრალის პირველი ხაზის ექსპლუატაცია 2017 წელს დაიწყო. დღეისათვის ამ მარშრუტის სიგრძე 850 კილომეტრია.