ქართული ბრენდი „ბარნოვი“ მომხმარებელს სთავაზობს აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს. თქვენ შეგიძლიათ ულამაზესი და ორიგინალური თმის სამაგრებისა თუ ჩანთების შეძენა. ასევე, გარდერობის განახლება „ბარნოვის“ ფერადი სამოსით. ეს არის ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და სიახლეზე.
ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ხაზს, კერძოდ ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სამოსსა და აქსესუარებს. როგორც ბრენდის დამფუძნებელი რუსუდან ბარნოვი აღნიშნავს, განსაკუთრებულად მოთხოვნადია თმის სამაგრები, ბაფთები, სამაჯურები და სხვ. აქსესუარების დასამზადებელ მასალად იყენებენ ქსოვილს, ტყავს, ბუნებრივ ქვებს, მდინარის მარგალიტებსა და მეტალს. სამოსის შესაქმნელად კი გამოიყენება ორი განსაკუთრებული ტექნიკა: ეს არის ტამბურული ხელოვნება, იგივე ლუნევილური ქარგვის ტექნიკა და ბრაზილიური ქარგვა. სწორედ ეს ქმნის პროდუქციას განსაკუთრებულს, უცხოსა და უნიკალურს. ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და ხელმისაწვდომი ფასები კი ბრენდის მთავარი ამოცანაა.
პროდუქციის შეძენა ხდება ონლაინრეჟიმში, სხვადასხვა სოციალური გვერდის მეშვეობით, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე ევროპიდან და აშშ-იდან.