ბრენდი „ბარნოვი“ ხელნაკეთ აქსესუარებს: ბავშვებისთვის, ქალებისთვის და მამაკაცებისთვის ქმნის. კერძოდ კი „ბარნოვი“ მომხმარებელს თმის აქსესუარებს, სამკაულებს, ბროშებს, ტანსაცმელს,ტყავის ჩანთებს, ქამრებსა და საფულეებს სთავაზობს. აქსესუარები გამოირჩევა ხარისხითა და დიზაინით. ბრენდი ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს უცხო და უნიკალური სტილი და მომხმარებელს განსხვავებული და გამორჩეული სტილის პროდუქცია შესთავაზოს.
„ ბრენდი ბარნოვი ქმნის ხელნაკეთ აქსესუარებს: ბავშვებისთვის, ქალებისთვის და მამაკაცებისთვის. კერძოდ: თმის აქსესუარები, სამკაულები, ბროშები, ტანსაცმელი,ტყავის ჩანთები, ქამრები, საფულეები.ამ ეტაპზე გვაქვს ონლაინ მაღაზია, საახალწლოდ და სააღდგომო დღესასწაულის დროს გამოფენა-გაყიდვა იმართება სითი მოლში. ასევე გამოფენა-გაყიდვებზე ქვეყნის მასშტაბით ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა, პირველ რიგში ხარისხით, დიზაინით, (ტამბურული ხელოვნების ერთ-ერთი უნიკალური სახეობის – ლუნევილური ქარგვით შესრულებული დეტალები და ბრაზილიური ნაქარგით შესრულებული)განსხვავებულ და გამორჩეულ პროდუქციას ვთავაზობთ მომხმარებლებს, ყოველთვის ვცდილობთ არ განმეორდეს დიზაინი, იყოს უცხო და უნიკალური. ჩემი ბიზნესი გრანტით გავაფართოვე, გავაკეთე სახელოსნო, რომელიც მაღალმთიან სოფელში მაქვს, ვარ მეწარმეობის ტრენერი და პროფესიული მასწავლებელი. დიდი სურვილი და მოტივაცია მაქვს შევასწავლო ახალგაზრდებს, მარტოხელა დედებს და უბრალოდ ყველას ვისაც აქვს სოფელში ეზიაროს სიახლეს, განავითაროს საკუთარი თავი და იყოს მეწარმე – ამისთვის მუდმივად ვმუშაობ. ასევე ვაწარმოებ საოჯახო ღვინოს და მაქვს საოჯახო სასტუმრო. ხშირი სტუმრები მყავს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარედან დეგუსტაციაზე, ლაშქრობებსა და სახელოსნოში მასტერკლასებზე. ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაცია- კომლში, ახალგაზრდების, თემის განვითარებაზე“ – რუსუდან ბარნოვი
ბარნოვის პროდუქციის შეძენა ონლაინ არხების საშუალებით არის შესაძლებელი: Facebook, Instagram, Etsy.com
სტატიის ავტორი : მარეხ ჯაფარიძე