დღის სიახლეებისიახლეები

ბათუმს 60 ახალი ავტობუსი შეემატება

0
გაზიარება

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ISUZU-ს ქარხანას ეწვია და ბათუმისთვის განკუთვნილი ავტობუსების წარმოების პროცესი დაათვალიერა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, წელს ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი სრულად განახლდება. ახალი ავტობუსები კი, ეტაპობრივად შემოვა.

„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში ვიმყოფები, სადაც, ISUZU-ს ქარხანაში, ბათუმისთვის განკუთვნილი 10 მეტრიანი ავტობუსების წარმოების პროცესი დავათვალიერე. უახლოეს პერიოდში, ბათუმში 60 ერთეული ადაპტირებული ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი წელს სრულად განახლდება. სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების კუთხით, კომპლექსური და სისტემური ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის ავტოპარკს 100 ერთეული ავტობუსი შეემატა. გარდა ამისა, შევიძინეთ 8 ელექტროავტობუსი. შედეგად, ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობს“ – არჩილ ჩიქოვანი.

ახალი ავტობუსები გათვლილი იქნება 70 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემებით. ავტობუსების შეძენა აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდა. ავტობუსების შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერი 2022 წელს გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!