ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევის თანახმად, ბავშვების 27% სკოლის პერიოდში ყოველდღიურად იკვებება, ხოლო 35% არასდროს. კვლება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
კვლევის მიხედვით, საკვების მიღების ბარიერები, ძირითადად, მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორისაა გავრცელებული.ფინანსური მიზეზების გამო, ბავშვების 12%-მა საჭირო სამედიცინო მკურნალობა ვერ მიიღო (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა საჭირო მედიკამენტები.
„სასკოლო პერიოდში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) სკოლაში საკვებს ყოველდღიურად იღებს, ხოლო 35% სკოლის პერიოდში არასდროს იკვებება. საკვების მიღების ბარიერები მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებს შორის უფრო მეტადაა გავრცელებული (45%), ვიდრე ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვებს შორის (28%). სკოლაში საკვების მიღების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბარიერი სკოლის სიახლოვეს საკვები ობიექტის არარსებობაა (ეს მიზეზი დასახელდა შემთხვევების 36%-ში). ფინანსური ბარიერები ასევე მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების შემთხვევაშია დასახელებული, რომლებიც სასკოლო საათებში საერთოდ არ იკვებებიან. ბავშვების 12%-მა საჭირო სამედიცინო მკურნალობა (სრულად ან ნაწილობრივ), ხოლო 5%-მა საჭირო მედიკამენტები ვერ მიიღო. ორივე შემთხვევაში ძირითადი ბარიერები ფინანსური იყო.
ბავშვების 62%-ის მშობლებმა/ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ბავშვების აღზრდის მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებს იყენებენ. ფსიქოლოგიური აგრესია, როგორიცაა ყვირილი და ბავშვისთვის დამამცირებელი სახელების წოდება ბავშვების 29%-ის შემთხვევაში დაფიქსირდა, ხოლო ბავშვების 5% ფიზიკურ დასჯას დაექვემდებარა, როგორიცაა ცემა, სილის გაწნა, ყურის აწევა ან დარტყმა. სასტიკი ფიზიკური დასჯა, მაგალითად – მთელი ძალით ცემა, ბავშვების 1%-ზე ნაკლებს შეეხო“, – აღნიშნულია კვლევაში.