ბელარუსში ახალი კანონპროექტი, „სიმდიდრის გადასახადი“ შემოიღეს.ინფრომაციას ამის შესახებ ქვეყნის წარმომადგენელთა პალატის Telegram-არხი ავრცელებს.
„სიმდიდრის გადასახადი“ დაახლოებით, 8000-9000 ადამიანს შეეხება და მისი მიზანია „იურიდიული და ფიზიკური პირებისგან დიდი მასშტაბით მიღებული შემოსავლების ამოღება.“
„სიმდიდრის გადასახადი“ შეეხება იმ პირებს, რომლებიც კალენდარულ წელიწადში 200 ათას ბელარუსულ რუბლზე, ანუ, დაახლოებით, 60,700 დოლარზე მეტ თანხას გამოიმუშავებენ. ისინი ჭარბი შემოსავლის 13%-ის ნაცვლად 25%-იან საშემოსავლო გადასახადს გადაიხდიან. გაზრდილი გადასახადი დივიდენდებიდან, ასევე, შრომითი და სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებებიდან მიღებულ შემოსავალს მოიცავს.
ხელისუფლება, ასევე, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 25%-მდე გაზრდას მოგების იმ ოდენობაზე აპირებს, რომელიც წელიწადში 25 მლნ ბელარუსულ რუბლს (7,6 მლნ დოლარს) გადააჭარბებს. ამჟამად ეს გადასახადი 20%-ს შეადგენს.