ბიზნესისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ბილ გეითსის მანქანების კოლექცია

0
გაზიარება

მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრესი ადამიანი, Microsoft-ის თანადამფუძნებელი – ბილ გეითსი 118 მილიარდი დოლარის მფლობელია, რომელმაც წლების განმავლობაში არა მხოლოდ კერძო კუნძულები, იახტები, თვითმფრინავები და სახლები შეიძინა, არამედ ის ასევე მანქანების დიდ კოლექციას ფრლობს

მათ შორის :

  1. Porsche 911 – 55,000 დოლარი

Microsoft-ის წარმატებიდან ოთხი წლის შემდეგ, ბილ გეითსმა პორშე 911-ის სახით ძვირად ღირებული შესყიდვა გააკეთა. Porsche 911 მრავალი წლის განმავლობაში მისი კომპანიონი იყო და მაგნატს სუპერქარით სამსახურში მიმავალს ხშირად ხედავდნენ. Top Speed-ის ცნობით, ავტომობილი 2012 წელს ჟენევაში აუქციონზე გაიტანეს, საწყისი ფასი 55 000 დოლარი იყო.

 

  1. Porsche 930 Turbo – 159,900 დოლარი

Porsche 911-ის ტურბოშე შემდეგ ბილ გეითსმა 930 Turbo შეიძინა.მანქანა გამოიყენა 1990-იან წლებამდე და მოგვიანებით ვენაში გაგზავნა, სადაც იგი აღადგინეს და განახლდა. გეითსი თავის Porsche 930 Turbo-ს “რაკეტას” უწოდებს.

 

  1. Mercedes 500SL – 59,750 დოლარი

ბილ გეითსის მფლობელობაში მერსედეს 500SL-ს 2000 წლიდან 2002 წლამდე იყო და ახლა ის  საკულტო მანქანა გახდა ისტორიაში. მან განსაცვიფრებელი მერსედესი Designo Slate Blue-ში შეიძინა. მანქანას ორი ფერის ტყავის სავარძლები და შავი ინტერიერი ჰქონდა, რომელსაც დამატებითი 17-დიუმიანი ქრომირებული დისკები ჰქონდა.

 

  1. Porsche 959 – 2 მილიონი დოლარი

Porsche 959-ს აქვს 911-ით შთაგონებული კორპუსი და ბი-ტურბო ბრტყელი ძრავა. როგორც The Sun-მა აღნიშნა, ის მხოლოდ 337 ერთეული შეიქმნა.

 

  1. Jaguar XJ6 – 53,450 დოლარი

Jaguar-ის თანადამფუძნებელმა უილიამ ლიონსმა, ბრენდის ყველაზე საკულტო მოდელის შექმნით მდიდარი მემკვიდრეობა დატოვა. XJ6 იყო მის მიერ წარმოებული ბოლო მანქანა. ის ბილ გეითსის კოლექციაში საპატიო ადგილს იკავებს. XJ6 წარმოებაში იყო ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

 

  1. Ford Focus – 14,395 დოლარი

ავტოფარეხში სუპერ მანქანებს შორის, ბილ გეითსი ფლობდა 2008 წლის Ford Focus-ს, რომელსაც სიეტლში ხშირად ატარებდა.

 

  1. Tesla Model X – 90,000 დოლარი

2016 წელს, ერთ-ერთი ინტერვიუს ჩაწერისას, გეითსი Tesla Model X-ით მივიდა. უცნობია, დღემდე ჰყავს თუ არა მილიარდერს ეს მანქანა, თუმცა ცხადია, რომ მას კომფორტი ძალიან უყვარს.

 

  1. Ferrari 348 – 72,000 დოლარი

ბილ გეითსის მფლობელობაში იყო ასევე Ferrari 348 არის განსაკუთრებული სუპერმანქანა ავტომწარმოებლის ისტორიაში, რადგან ეს იყო ბოლო V8 მოდელი, რომელსაც ენცო ფერარი თავად აწარმოებდა.

 

  1. Chevrolet Suburban – 53,200 დოლარი

ბილ გეითსი მრავალი წლის განმავლობაში ფლობდა Chevrolet Suburban-ს.Suburban-ში შემოთავაზებულია ძრავის მრავალფეროვნება, მათ შორის ძლიერი V8, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიჩქარეს .

 

  1. Porsche Taycan – 150,000 დოლარი

ბილ გეითსის ერთ-ერთი უახლესი შესყიდვა  2020 წელს მოხდა, როდესაც მან მთლიანად ელექტრო Porsche Taycan შეიძინა. როგორც Lifestyle Asia-მა აღნიშნა, Taycan გამოდის ორი ვარიაციით, Turbo და Turbo S. ელექტრომობილი აღჭურვილია ორი ელექტროძრავით, რომლებიც მუშაობენ ლითიუმ-იონურ ბატარეებზე. ის აღწევს 0-დან 62 MPH-მდე სულ რაღაც 5,4 წამში და აქვს Race-Tex მიკროფიბერი მისი ინტერიერისთვის.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!