ბილ გეითსმა Heineken-ის აქციები იყიდა.ინფორმაცია ამის შესახებ ნიდერლანდების ზედამხედველობის სამსახურის, AFM-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Bloomberg ავრცელებს.
Heineken Holding მსოფლიოში სიდიდით მეორე ლუდის მწარმოებელი კომპანია Heineken N.V-ის მაკონტროლებელი აქციონერი, ანუ 50%-იანი წილის მფლობელია.
AFM-ის ცნობით, გარიგება 17 თებერვალს შედგა. ბილ გეითსმა აქციების სულ 3,76%, ანუ 6,65 მილიონი პირადად, ხოლო 4,18 მილიონი ტრასტის მეშვეობით, ფონდ Bill & Melinda Gates Foundation-თან ერთად შეიძინა, რომელიც ბილს და მის ყოფილ მეუღლეს, მელინდა გეითს აქვთ შექმნილი.
Bloomberg-მა 17 თებერვალს, ფასიანი ქაღალდების დახურვის ფასის საფუძველზე გამოთვალა, რომ გარიგების თანხა შესაძლოა, 848,2 მლნ ევრო (902 მლნ დოლარი) იყოს. გუშინ ამსტერდამის ბირჟაზე Heineken-ის აქციები 1,5%-ით, 98,4 ევრომდე გაიზარდა.
ბილ გეითსი მსოფლიოს უმდიდრესი მილიარდერების სიაში ამჟამად მეექვსე ადგილზეა, რომლის ქონება 106 მლრდ დოლარად არის შეფასებული.