2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის შეფასებით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3 პროცენტით არის გაზრდილი.
„ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7 პროცენტი). 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 12.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3 პროცენტით,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.