დღის სიახლეებისიახლეები

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები ეცემა

0
გაზიარება

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, გასულ 24 საათში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2%-ით შემცირდა და ამჟამად 72 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ღირებულება კი 68 დოლარს შეადგენს.
ერთწლიან პერიოდში ბირჟაზე ნავთობი საშუალოდ 40%-ითაა გაიაფებული.
მკვეთრად ეცემა ბუნებრივი აირის ღირებულებაც. ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი 6%-ით შემცირდა და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება ამჟამად 32 ევროს შეადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში გაზის ფასი მსოფლიოს მასშტაბით საშუალოდ 75%-ითაა შემცირებული.
ენერგორესურსების გაიაფება მსოფლიოს მასშტაბით რეცესიული რისკების ზრდასთანაა დაკავშირებული.
Goldman Sachs-მა წლის ბოლოსთვის ნავთობის პროგნოზირებული ფასი 10%-ით შეამცირა. ანალიტიკოსების შეფასებით, დეკემბრისთვის ბარელი Brent-ის ღირებულება 80 დოლარის ფარგლებში იქნება. ფასების შემცირების მიზეზი რუსეთის ფედერაციის მიერ გლობალური ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდების გაზრდაა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!