ბოლო 24 საათში Bitcoin-ის ღირებულება 5.2%-ით, 16,500 დოლარამდე გაიზარდა. მცირედით გაძვირების მიუხედავად, საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი მაინც მკვეთრად დაკლებულია და 5 ნოემბრის შემდეგ 24.5%-ითაა გაუფასურებული. ციფრული ვალუტების ფასზე ნეგატიურად აისახა რიგით მეორე კრიპტობირჟის, FTX-ის გაკოტრება. FTX-ის შეძენას Binance აპირებდა მისი ცუდი ფინანსური მდგომარეობის გამო, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება შეიცვალა და Binance-ის მფლობელებმა სემ ბენქმენ-ფრიდის FTX-ის შეძენა ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ეჭვებისა და აშშ-ს საფინანსო მარეგულირებლების მიერ გამოძიების გამო გადაიფიქრეს.
გაკოტრების საფრთხის წინაშე პლატფორმა Genesis Global-ია, რომელიც ერთგვარი ბანკის ფუნქციას ასრულებს კრიპტოინდუსტრიაში. კომპანიამ უკვე განუცხადა ინვესტორებს, რომ თუ 1 მილიონი დოლარის კაპიტალის მობილიზებას ვერ შეძლებს, გაკოტრების გამოცხადება მოუწევს. Genesis-ის ლიკვიდურობის კრიზისის მიზეზი, თავის მხრივ, FTX-ის მოულოდნელი ჩამოშლაა, რომლის სავაჭრო ანგარიშზეც კომპანიას 175 მილიონი დოლარი ჰქონდა განთავსებული.
Genesis კრიპტოსამყაროს სტაბილურობის ერთ-ერთ საზომად ითვლება და მისი პრობლემები მთლიანი ინდუსტრიის მდგომარეობასაც ასახავს. შესაბამისად, კრიზისი ერთი კომპანიიდან მეორეზე სწრაფად და ჯაჭვურად ვრცელდება.
კრიპტოვალუტის ფასის ცვლილება ბოლო 24 საათში:
- Bitcoin – ზრდა – 5.2%, ღირებულება – 16,494 დოლარი;
- Ethereum – ზრდა – 6.6%, ღირებულება – 1,161 დოლარი;
- Tether – 0%, ღირებულება – 1 დოლარი;
- BNB – ზრდა – 7.6%, ღირებულება – 272 დოლარი;
- USD Coin – 0%, ღირებულება – 1 დოლარი;
- Binance USD – ზრდა – 0.1%, ღირებულება – 1 დოლარი;
- XRP – ზრდა – 6.3%, ღირებულება – 0.378 დოლარი;
- Dogecoin – ზრდა – 9.9%, ღირებულება – 0.081 დოლარი;
- Cardano ADA – ზრდა – 4.6%, ღირებულება – 0.316 დოლარი;
- 10. Polygon – ზრდა – 9.6%, ღირებულება – 0.086 დო