14 მარტს ბიტკოინის ფასი გაიზარდა და 26,000 დოლარს გადააჭარბა. ამჟამად საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიპტოვალუტა 24,920 დოლარი ღირს და 5-დღიან შუალედში 26%-ითაა გაზრდილი.ფასის ზრდა პირდაპირ უკავშირდება აშშ-ს თებერვლის ინფლაციის მაჩვენებლების გამოქვეყნებას, რომლის თანახმადაც, 2023 წლის მეორე თვეში სამომხმარებლო ფასების ზრდა წლიურად 6%-მდე შენელდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.4% შეადგინა.
სიახლემ ბიტკოინის ფასზე პოზიტიურად იმოქმედა და 9-თვიან მაქსიმუმამდე ზრდა განაპირობა. აქამდე ინვესტორები მოელოდნენ, რომ ფედერალური რეზერვი (Fed) საპროცენტო განაკვეთებს კვლავ გაზრდიდა და მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებდა, თუმცა Silicon Valley Bank-ის კოლაფსის შემდეგ მოცემულობა შეიცვალა. ახლა ინვესტორები Fed-ის მიერ განაკვეთების ზრდას აღარ პროგნოზირებენ.