უბილეთო მგზავრების ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა და 2022 წლის განმავლობაში ბიუჯეტში ჯარიმის სახით 2 294 426 ლარი შევიდა, ეს კი თითქმის 7-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2021 წელს უბილეთო მგზავრობის გამო დაჯარიმებული პირებისგან ბიუჯეტში 334 731 ლარის აკუმულირება მოხდა.
თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი – 40 ლარი