ბანკებიბიზნესიდღის სიახლეები

ბიზნეს დაჯილდოება 2022 -ის ფინალისტები ცნობილია

0
გაზიარება

თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2022, ჟიურიმ ფინალისტი კომპანიები გამოავლინა. სულ 5 ნომინაციაში 15 ფინალისტი შეირჩა.

1. საუკეთესო პროდუქტი
• POSTRED
• Logicemeter
• ATOM Kids

2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
• კერნელი
• Calen Ai
• Artistio

3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
• ლიდერი
• ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)
• საქართველოს ეტლების საწარმო

4. გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში
• აბბე ტიმეო
• სადგური Bahnhof Station
• უდაბნო

5. გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება
• Veli.Store
• პაცცა
• ეპიზოდი

წელს ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ – გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. UN Women-მა დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) – მწვანე ინიციატივებისთვის.

ნაწილობრივ შეიცვლა გამარჯვებულების გამოვლენის წესიც. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში მომხმარებლებიც ჩაერთვებიან, კერძოდ, ისინი 2 ნომინაციაში – საუკეთესო პროდუქტი და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება, საუკეთესო ბიზნესების გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას. მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი, კვლევითი კომპანია ANOVA უზრუნველყოფს.

ბიზნეს დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412 – მა კომპანიამ გამოთქვა. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოების ფინალური ღონისძიებამდე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, სულ ცოტა დრო დარჩა.

პროექტის პარტნიორები არიან VISA (მთავარი სპონსორი), ფონდი EFSE და „აწარმოე საქართველოში“.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!