წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 ოქტომბერს “ბიზნეს სამიტი 2023″ გაიმართა, რომელსაც 400 ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.
დელეგატების წინაშე 10 კომპანია წარსდგა, რომლებმაც ინოვაციური პროდუქტები წარადგინეს.
ერთ-ერთი კომპანია სარეკლამო სააგენტო -Adwise Group – ედვაიზ ჯგუფი იყო, რომელმაც პრეზენტაცია პოლიგრაფიული სექტორთან დაკავშირებით გამართა და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
15 წლის წინ კომპანია „ედვაიზ ჯგუფი“-ის მიზანი ბაზარზე, უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიწოდება იყო. კომპანიამ თავიდანვე დაიმკვიდრა ლიდერის ადგილი ბაზარზე. მომსახურების მიწოდება ხდებოდა დიზაინის და სააგენტო სერვისების მიმართულებით.
დაარსებიდან 4 წლის შემდეგ, „ედვაიზ ჯგუფმა” გადაწყვიტა უშუალოდ გამხდარიყო მწარმოებელი სხვადასხვა სახის პროდუქციის და ამით ახალი სიტყვა ეთქვა პოლიგრაფიულ სექტორში.
კომპანიის მიზანს წარმოადგენდა სწრაფი და პროფესიონალური სერვისების მიწოდება, რომლითაც დაეხმარებოდა, როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნეს განვითარებაში და თავინთი მიზნების მიღწევაში.
2014 წელს კომპანია „ედვაიზ ჯგუფი“ უკვე ბაზრის მიერ აღიარებული იყო, როგორც ყველა მომსახურების და პროდუქციის უმოკლეს ვადაში მიმწოდებელი კომპანია. ამ ტენდენციას სხვა ამ სექტორში მოღვაწე,
კომპანიებიც აყვნენ.
2019 წელს კომპანია უკვე წარმოადგენდა მსხვილ მწარმოებელს, შეფუთვებისა და სარეკლამო მასალების მიმართულებით, ხოლო 2021 წელს, პანდეემის პირობებში კომპანიამ მოახდინა მსხვილი ინვესტიცია განეხორციელებინა Konica Minolta-ს თან და ერთად, წამოიწყო სრულიად ახალი პროექტი და დანერგა უნიკალური ტექნოლოგია საქართველოს ბაზარზე.
2023 წელს კი ედვაიზ ჯგუფის მიზანს წარმოადგენს ქართულ ბეჭდვურ ინდუსტრიაში ახალი მიმართულებების დანერგვა და ამ სიახლეების არსებულ/პოტენციურ მომხმარებლამდე მიტანა, რათა მათ სრულად ისარგებლონ იმ მიღწევებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლითაც დღეს თანამედროვე მსოფლიო წარმატებით იყენებს.