ბიზნესიდღის სიახლეებისაინტერესო სიახლეები

ბიზნესი ერთ სივრცეში– წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია

0
გაზიარება

ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მედია ჰოლდინგ “ბიზნეს მედია მენეჯმენტის” ინიციატივით ახალი – წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია  მაია  ტატულაშვილმა დააფუძნა.

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციასთან პარტნიორობით კომპანიები შეძლებენ განავითარონ საკუთარი ბიზნესი სხვადასხვა მიმართულებით და გაზარდონ არა მხოლოდ ბრენდის პოპულარობა, არამედ წარმატებას მიაღწიონ მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით. ასოციაცია იზრუნებს კომპანიების მუდმივ განვითარებაზე უფასო სემინარებისა და კონფერენციების საშუალებით.

ასოციაციის შეთავაზება საკმაოდ კომპლექსურია და კომპანიებს მედია მხარდაჭერას, სატელევიზიო ინტერვიუებსა და სტატიებს სთავაზობს, რომლებიც ბიზნესის საიტზე განთავსდება.  ასოციაცია კომპანიებს  პროდუქციის/მომსახურების  გაყიდვების ზრდაშიც დაეხმარება, რისთვისაც არსებობს გაყიდვების პლატფორმა, სადაც წევრი კომპანიები განათავსებენ მათ პროდუქციას/მომსახურებას. გარდა ამისა წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია, როგორც შუამავალი რგოლი, კომპანიებს  კორპორატიული გაყიდვების წარმოებაში ეხმარება.

კომპანიის ერთ-ერთი ახალი პროექტი ფასდაკლების ბარათების სისტემაა, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანიის წარმომადგენლები ისარგებლებენ წევრი კომპანიების პროდუქციით ან მომსახურებით, სპეციალურ ფასად.

ასოციაცია ამ ეტაპზე 100ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე ოპერირებენ და წარმოადგენენ ყველა სფეროს.

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია, ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველა სფეროს წარმომადგენელი ბიზნესები, საქართველოს ყველა რეგიონში.

 

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!