საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი რეკორდულად მაღალია.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს 2007 წლიდან მოყოლებული, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა რეკორდულად მაღალი იყო.
„საქსტატის“ მონაცემებით, გასულ წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა 647 738 კაცს შეადგენდა, რაც საშუალო წლიური მოსახლეობის 17.4%-ს შეადგენს. 2007 წლის მონაცემებით კი, საარსებო შემწეობას საქართველოში 279 474 კაცი იღებდა, რაც მთელი მოსახლეობის 7.2%-ი იყო.
წლების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა:
2007 წელი – 279 474 კაცი;
2008 წელი – 368 431 კაცი;
2009 წელი – 436 309 კაცი;
2010 წელი – 430 603 კაცი;
2011 წელი – 411 091 კაცი;
2012 წელი – 435 961 კაცი;
2013 წელი – 437 238 კაცი;
2014 წელი – 432 487 კაცი;
2015 წელი – 376 776 კაცი;
2016 წელი – 459 619 კაცი;
2017 წელი – 450 423 კაცი;
2018 წელი – 438 543 კაცი;
2019 წელი – 441 448 კაცი;
2020 წელი – 483 702 კაცი;
2021 წელი – 587 524 კაცი;
2022 წელი – 647 738 კაცი.
2007 წლიდან სოციალური შემწეობის დანიშვნის წესი რამდენჯერმე შეიცვალა.