დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეორადი ავტომობილების ფასები 15-20%-ითაა გაზრდილი

0
გაზიარება

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეორადი ავტომობილების ფასები 15-20%-ითაა გაზრდილი

ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარის, გელა კვაშილავას მიერ გავრცელებული ინფორმაციით , ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეორედ ავტომობილებზე ფასები 15-20%-ითაა გაზრდილი.

„მეორად ავტომობილებზე ფასები მთელ მსოფლიოში გაიზარდა. იყო მიწოდების, კოვიდის გამო ახალი მანქანების გამოშვების პრობლემები. იმ ქვეყნებში, საიდანაც ჩვენ ძირითადად შემოგვაქვს, მოთხოვნამ და მეორადი ავტომობილების გაყიდვებმა მოიმატა, მოსახლეობას იქაც შეუმცირდა შემოსავლები და ახლის ყიდვას ამჯობინებენ, რომ შედარებით იაფად იყიდონ“- აცხადებს კვაშილავა.

ფასების ზრდასთან ერთად, საქართველოში ავტომობილების შემკეთებლების დეფიციტია და ამ სექტორშიც კადრები დაბალი ხელფასების გამო გაედინებიან ქვეყნიდან.

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.

საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 1.09 მილიარდი აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, რაც 59%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 682.9 მლნ დოლარზე, ხოლო რაც შეეხება ექსპორტს, 2021 წლის მაჩვენებელთან, 338.2 მილიონ დოლართან შედარებით, 2022-ში თითქმის 75%-ით მეტი, 590.5 მილიონი დოლარის ავტომობილები შემოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!