Bolt-ის აპლიკაციაში გააქტიურებულია Electric კატეგორია, რომელიც სრულად ელექტრო ავტომობილებს აერთიანებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მწვანე მგზავრობებით წვლილი შეიტანონ გარემოზე ზრუნვაში.
ეკო-მეგობრული ტრანსპორტით გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, Bolt-მა Electric კატეგორიაში პარტნიორი მძღოლებისთვის საკომისიო 5%-მდე შეამცირა, ეს წამოწყება ხელს შეუწყობს ელექტრო ავტომობილების დარეგისტრირებას პლატფორმაზე, რაც გაზრდის ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების რაოდენობას ქალაქში და მგზავრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის მწვანე მგზავრობებს მთელი თბილისის მასშტაბით.
“Bolt-ის გლობალური მისიის ნაწილი ქალაქებში პირადი ავტომობილების შემცირება და გარემოზე ზრუნვაა. ამ მისიის მისაღწევად, აქტიურად ვამატებთ ელექტრო ავტომობილებს ჩვენს სერვისში და ჩართულები ვართ გარემოსდაცვით პროექტებში.
ვფიქრობთ, ეს ინიციატივა პარტნიორ მძღოლებს მისცემს მოტივაციას, დარეგისტრირდნენ Electric კატეგორიაში ელექტრო ავტომობილებით და, რაც ყველაზე მთავარია, მოგვცემს საშუალებას ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის ეკოლოგიურ სისუფთავეზე,” – განაცხადეს კომპანია Bolt-ის წარმომადგენლები.