დიდ ბრიტანეთში 4-დღიანი სამუშაო კვირის საცდელი პერიოდი ამოიწურა, რის შემდეგაც კომპანიების ნაწილი ამ მოდელზე დარჩა. – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოკლე სამუშაო კვირის კამპანიას “4 Day Week” ჯგუფი კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების ანალიტიკოსებთან ერთად აწარმოებს. საექსპერიმენტო პერიოდში 73 კომპანია მონაწილეობდა, რომლის დაახლოებით 86% მოკლე სამუშაო კვირის მოდელის ამოქმედებას დასთანხმდა. მათი თქმით, ეს მოდელი ბიზნესებისთვის კარგად მუშაობს, ხოლო საექსპერიმენტო პერიოდში მონაწილეთა 95%-მა თქვა, რომ თანამშრომელთა პროდუქტიულობა იგივე დარჩა ან გაუმჯობესდა.
თუმცა, ბრიტანეთში კომპანიათა მცირე ნაწილში კვლავ ჩვეულებრივ 5-დღიანი სამუშაო კვირა ძალაში რჩება. კვირაში მხოლოდ 4 დღით მუშაობაზე უარის თქმის მიზეზად ასეთი კომპანიების მხრიდან შეუსაბამო საქმიანობა რეჟიმზე გადასვლის მთავარ სირთულედ დასახელდა.